დიდუბის რაიონში 23 სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 23 მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა. მერიის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სკვერების ტერიტორიებზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განახორციელეს და ლითონის დეკორატიური მოაჯირებით შემოსაზღვრეს.

მოსასვენებელ სკვერებში მოეწყო გარე განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. სკვერებში ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ხოლო პატარებისთვის კაუჩუკის რბილ იატაკზე ატრაქციონები დამონტაჟდა.

საშემოდგომო გამწვანების პერიოდში, სკვერებში ასევე, გამწვანების აქციები მოეწყობა.

სკვერების სარებილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა „ჯეოპარკმა“ და „ინტერტექნოლოგმა“ 761 487 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა