Echowaves Festival-ს ფარგლებში ანაკლიაში Die Antwoord ჩამოდის

Echowaves Festival-ს ფარგლებში ანაკლიაში Die Antwoord ჩამოდის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, Echowaves Festival საზოგადოებას წარუდგენს ფესტივალის ჰედლაინერს - Die Antwoord. ორგანიზატორთა განცხადებთ, სამხრეთ აფრიკულ ელექტროულ რეივ-რეპ და ჰიპ-ჰოპ დუოს განსაკუთრებული ვიზუალი და ჟღერადობა, თამამი პერფორმანსები და ექსტრაორდინალური სასცენო იმიჯი გამოარჩევს.

„ეს მახასიათებლები Die Antwoord-ს დღევანდელი მუსიკალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წარმომადგენლებად აქცევს. პროექტი 2008 წელს სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში ორმა ახალგაზრდამ - Ninja-მ (Wtkin Tudor Jones) და Jolandi Visser-მა ჩამოაყალიბეს. მათი შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპს, რეივ-რეპს და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. თავად Ninja კი ჯგუფის სტილს ასე ახასიათებს: „ეს არის ექსტრემალური, ფუტურისტული პოპ მუსიკა“. Die Antwoord-ის სიმღერების ტექსტები ინგლისური და აფრიკული ენის ნაზავია“, – აცხადებენ ორგანიზატორები. (ლინკი - https://www.youtube.com/watch?v=YGWpXEtFhOo)

განსაკუთრებული პოპულარობა პროექტმა 2010 წელს მოიპოვა, როდესაც მათი ვიდეო „Enter the Ninja“ წლის ერთ-ერთი ჰიტი გახდა და ინტერნეტში ვირუსულ ვიდეოდ იქცა. მომდევნო წლებში ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად მათ სიმღერებს: Ugly Boy, Baby's On Fire და PitBull Terrier  https://www.youtube.com/watch?v=cegdR0GiJl4

ბენდის იმიჯი და კონცეფცია სამხრეთ აფრიკულ კონტრ-კულტურულ მოძრაობა Zef-თან არის დაკავშირებული. Zef თანასწორობის იდეას ემყარება და თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელი მუშათა კლასის კულტურას ასახავს. „შენ ხარ ღარიბი, მაგრამ მოდური, ხარ ღარიბი, მაგრამ ხარ სექსუალური, გაქვს შენი სტილი“ - ასე აღწერს Zef-ის და მისი ჯგუფის კონცეფციას იოლანდი ვისერი. https://www.youtube.com/watch?v=8Uee_mcxvrw

ჯგუფს 4 სტუდიური ალბომი, 2 EP და 20-ზე მეტი სინგლი აქვს გამოშვებული. მათი ახალი ალბომი სახელწოდებით „27“ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.

ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, 23-26 აგვისტოს ანაკლია ელექტრონული მუსიკის ახალ ფესტივალს მასპინძლობს - Echowaves Powered by Exit Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება. შავი ზღვის სანაპიროზე ჟანრობრივად განსხვავებნული სცენები იმუშავებს - Main Stage, KHIDI Stage, Tayo, EYE Stage.

ფესტივალის ფარგლებში მოისმენთ: Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, NU, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam&Leon.;

ტერიტორიაზე გაშენდება კარვების ქალაქი. სტუმრები ფესტივალამდე 1 დღით ადრე შეძლებენ ადგილზე დაბინავებას.

მთელი დღის განმავლობაში ლოკაციაზე იმუშავებს აკვაპარკი. ყველა მსურველს საშუალება ექნება გასართობ, თუ სპორტულ აქტივობებში ჩაერთოს - ითამაშოს ფეხბურთი, დაესწროს კინოჩვენებებსა და ვორქშოფებს, ან სამაგიდო თამაშებით გაერთოს.

Echowaves-ის მსვლელობისას ანაკლიას ათასობით შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი ეწვევა, რაც სასტუმროების და კერძო სექტორის დატვირთულობის კოეფიციენტს მკვეთრად გაზრდის. ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების ზრდას და ანაკლიის, როგორც ელექტრონული მუსიკის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას.

პროექტს Anaklia Entertainment Group ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელია ბრანე კოსტადინოვი. ბრანე კოსტადინოვი, ასევე, EEMM ჯგუფის დამფუძნებელია.

კომპანიის საქმიანობა 2001 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მათ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ღონისძიება აქვთ ჩატარებული, "ბუქინგის" კუთხით კი 700-ზე მეტ არტისტთან უთანამშრომლიათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს