ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 19 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1097 აბონენტს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში.
10:35-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 223 აბონენტს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუდაური, კობი, ქუმლისციხე.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 980 აბონენტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.