ანონსი 20 ივლისი

20 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "მუზეუმში" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში მყოფ ევროპელ სტუდენტებს შეხვდება.

მის.: ვახტანგ ორბელიანის ქ. #8/10

20 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის კომენტარის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე; EWMI/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე; GIZ–ის პროგრამის ხელმძღვანელი თომას მაიერი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია.

საკონტაქტო პირი თორნიკე დარჯანია - 593 199 338

20 ივლისს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში პროფესორ ანდრაშ შაიოს საჯარო ლექცია გაიმართება.

თემა: „კონსტიტუციონალიზმის გამოწვევები: ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციონალიზმის საწინააღმდეგო განწყობებისა და პოპულარიზმის ზრდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. N32

20 ივლისს, 19:00 საათზე, „ფაბრიკას“ საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს რიგით მეოთხე Fuckup Nights Tbilisi.

მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. #8

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს