ზაქარია ქუცნაშვილი - არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა

არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, პარტიის შიგნით დემოკრატია მაღალ ხარისხშია და კრიტიკის გამო არავის რიცხავენ. ქუცნაშვილი ამ კონტექსტში საუბრისას აღნიშნავს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფორმას, თუ როგორ ცდილობს პოლიტიკოსი ოპონირებას თუნდაც გუნდის შიგნით. ქუცნაშვილის თქმით, დავით ჭიჭინაძის კრიტიკის ფორმები მისთვისაც მიუღებელი იყო.

„სად იყო დავით ჭიჭინაძე, როდესაც მე „ქართულ ოცნებასა“ და მის გადაწყვეტილებებს ვაკრიტიკებდი, როგორც გუნდის წევრი. არასწორია შეფასება, თითქოს დავით ჭიჭინაძე კრიტიკის გამო დაისაჯა. ფაქტია, რომ დათოს მხრიდან კრიტიკა და ოპონირება აქტიური იყო და ეს აქტიურობა გამოიხატებოდა იმ ფორმით, როგორიც მიუღებელია პოლიტიკისთვის. კორექტულობის დაცვის ვალდებულება გვაქვს ყველას, როგორც მოქალაქეებს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო