თელავსა და სიღნაღში სასამართლოთა განახლებული შენობები და ახალი ფლიგელი გაიხსნება

თელავსა და სიღნაღში დღეს სასამართლოთა განახლებული შენობები და ახალი ფლიგელი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, თელავის რაიონულ სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის სპეციალურად განკუთვნილ ახალ ფლიგელს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობას დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თელავის და სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეები და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა გახსნიან.

ღონისძიებას ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დასწრებიან.

„თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა. სასამართლოს უკანა მთელ პერიმეტრზე მოეწყო არმირებული კედელი. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 600კვ. მეტრს შეადგენს, ხოლო შენობა 280 კვ.მ ფართზეა აშენებული. სასამართლოს ახლადაშენებულ ფართში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისათვის განკუთვნილი სივრცე მოწყობილია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, თანამედროვე დასავლური მიდგომების გათვალისწინებით, ე.წ. „Corner Courtroom“ და აკმაყოფილებს საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებს. ახლადაშენებული შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და შესაბამისი ავეჯით. პროექტის საერთო ჯამურმა ღირებულებამ 544704,63 ლარი შეადგინა.

სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული ავარიული ორსართულიანი მიშენების დემონტაჟი, დემონტირებული ფართის ადგილზე აშენდა უფრო ფართო, სამსართულიანი მიშენება. მომატებული საერთო ფართი დაახლოებით 150კვ. მეტრს შეადგენს.

რეაბილიტირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს შენობის ფასადი, მოეწყო შენობის გარე განათების სისტემა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა არსებული სასამართლოს შენობა, შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი, სიღნაღის რაიონული სასამართლოს ახალ აშენებულ ფართში განთავსდა ოთხი სამუშაო ოთახი, სასამართლოს არქივი, სხდომათა დარბაზი და საიდუმლო საქმისწარმოების ოთახი, გაიმართა სახანძრო სიგნალიზაცია, შშმპ პირთათვის მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 363218,03 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა