მიხეილ ბატიაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა ახლადშექმნილი სამინისტროს გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და მიზნებზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს გაერთიანებული გუნდი მისი ხელმძღვანელობით იზრუნებს იმისთვის, რომ ახალმა უწყებამ ყველა მიმართულების ჰარმონიული განვითარება უზრუნველყოს.

შეხვედრაზე მინისტრი ერთიანი სტრატეგიის მომზადების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თითოეული მაღალკვალიფიციური თანამშრომლის ჩართულობა და მათი ძალისხმევა იქნება აუცილებელი და მნიშვნელოვანი დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული და მომავალი საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა ახალ გამოწვევებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა