დავით ზალკალიანი – ნატოსა და ევროკავშირში პრემიერის შეხვედრები ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის დასტურია

ნატოსა და ევროკავშირში პრემიერის შეხვედრები დასტურია ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობის დამტკიცების შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება.

„ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელიც არის ასახული პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპილ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში," - განაცხდა მინისტრმა.

მისი თქმით, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში დაგეგმილი და გამართული შეხვედრები ემსახურება იმ პრიორიტეტბსა და მიღწევებზე საუბარს, რაც საქართველოს გააჩნია ამ გზაზე.

„კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რაც არის განმტკიცებული და გამყარებული ქვეყნის კონსტიტუციით და ბუნებრივია ის პოზიტიური გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის ჩათვლით და ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ნატოელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან, აუცილებლად საჭიროებს შემდგომ ნაბიჯებს. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით კვლავ გააგრძლებს სვლას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინგეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეფასებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელს 18-20 ივლისს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა და ერთობლივი პრეს-კონფერენცია ნატო-ს გენერალურ მდივანთა იენს სტოლტენბერგთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

პრემიერ-მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა განიხილეს გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები. შეხვედრისას იმსჯელეს ბრიუსელის სამიტის მიერ იდენტიფიცირებული თანამშრომლობის ახალი სფეროების, კონკრეტულად შავი ზღვის უსაფრთხოების, კონტრ-მობილურობის და ტერიტორიული თავდაცვის, დახურული კომუნიკაციების საშუალებების და კიბერ თავდაცვის მიმართულებებით დაგეგმილ ერთობლივ აქტივობებზე. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე აახლოებს ქვეყნას ნატო-ში გაწევრიანებასთან.

გენერალურმა მდივანმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საერთო, ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში და განსაკუთრებით ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში ჩვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ სხვა და სხვა მიმართულებით განხორცილებული რეფორმები არის წარმატებული და შედეგიანი.

შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ახალი მთავრობის მზაობა განაგრძოს ყოვლისმომცველი რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან, რათა მაქსიმალაურად დააჩქაროს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამარტავს ასევე ევროკავშირში, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ასევე შეხვედრა გაიმართება ბელგიის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს