დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ს კონგრესში საქართველოს ოკუპაციის საკითხზე გამართული მოსმენა მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა და ამას მიუთითებს კონგრესში ჰელსინკის კომისიაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებული მოსმენა.

დავით ზალკალიანის თქმით, ბოლო პერიოდში აშშ-ს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა არამხოლოდ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მზარდ დინამიკაში, არამედ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებში, განცხადებებსა თუ დეკლარაციებში გამოიხატა.

„ის, რომ ამერიკის კონგრესში, სადაც ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა, მუდმივად ისმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და ჰელსინკის კომიტეტშიც მოსმენა ამის დასტურია, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე ადგილზეა და ჩვენ მომავალშიც მივმართავთ ძალისხმევას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი უმთავრესი პარტნიორის აზრის კონსოლიდაციისათვის“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო