ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი კატარინა მატერნოვას შეხვდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ევროკავშირის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების გენერალური დირექტორის მოადგილეს კატარინა მატერნოვას და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც სასტუმრო „ვალდ ჰოტელში“ გაიმართა, საჯარო, კერძო სექტორის და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პროექტები განიხილეს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტერასა და ლიტერატურული კაფე დაათვალიერეს.

როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის წარმომადგენლებმა ლაგოდეხის შემდეგ ყვარელსა და თელავში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტები დაათვალიერეს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირის დახმარება ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. აღნიშნული თანხით 100-ზე მეტი პროექტი ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და მათი უმრავლესობის პირდაპირი ბენეფიციარები რეგიონების მოსახლეობაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო