ბრიტანული მედია - სამართალდამცავებმა იმ პირთა იდენტიფიცირება მოახდინეს, ვინც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს

ბრიტანულმა პოლიციამ იმ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა, ვინც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი მოწამლეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში რუსეთის რამდენიმე მოქალაქე იყო ჩართული.

„გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მათ ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მოახდინეს. ეს ის პირები არიან, რომლებმაც მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკის“ მეშვეობით თავდასხმა განახორციელეს. მათი იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოხდა“, - იუწყება გამოცემა The Sun წყაროზე დაყრდნობით.

მიმდინარე წლის 4 მარტს, დიდ ბრიტანეთში ქალაქ სოლსბერიში ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების „ნოვიჩოკის“ ზემოქმედების ქვეშ მოხვდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნულში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს