სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ OGP-ის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები წარმატებით შეასრულა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ OGP-ის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები წარმატებით შეასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აქტიურად არის ჩართული ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) ინიციატივის ფარგლებში ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

„სააგენტომ წარმატებით შეასრულა OGP-ის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებები. დღეს, ღია მმართველობა პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტზე სახელმწიფო შესყიდვებს სპეციალური სესია დაეთმო, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში დამტკიცდა OGP - ის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე იქნა წარდგენილი სამიტზე“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, სამიტის მონაწილე დელეგატებიდან, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიმართ დიდი დაინტერესება გამოთქვეს ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი დეტალურად გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს.

17-19 ივლისს თბილისში ტარდება ღია მმართველობა პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი. სამიტს ესწრება 70-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი, მაღალი თანამდებობის პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო