ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე დღეს იმ ვიდეომასალას გამოიკვლევენ, რომელიც კალანდიების ეზოში პირების გადაადგილებას ასახავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეო-მასალას გამოიკვლევენ. როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ის ვიდეო-მასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ბრალდებულ კალანდიების ეზოში. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული ვიდეო-მასალა 15 საათიანია, თუმცა სასამართლოს სხდომაზე გამოიკვლევენ იმ მომენტებს, რომელიც საქმისთვის არის მნიშვნელოვანი.

ამასთან, პროკურორ ქობულაძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მოწმეები არ დაიკითხებიან.

"დღეს, გამოკვლეული იქნება ვიდეო ჩანაწერი. კერძოდ, ეს არის ის, ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც გადაღებულია იმ კამერიდან, რომელიც განთავსებულია ბრალდებულ კალანდიების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასახავს აღნიშნული საქმის ეზოში როგორც შემავალი პირების, შემავალი ავტომობილების, ასევე გამომსვლელი პიროვნებებისა და მანქანების მოძრაობას. აღნიშნული ჩანაწერი იქნება დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული, რომელიც ჩვენს მიერ არის წარმოდგენილი. მათ შორის, ამ კადრებში ჩანს ლუკა კალანდია, როგორ გამოაქვს მას ის ობიექტები, რომლებიც შემდეგ გაანადგურა. დასაკითხი მოწმეები კიდევ არიან დარჩენილი, უბრალოდ, ეს კადრები უნდა იქნას პროცესზე გამოკვლეული და შესაბამისად, წარვადგინეთ",-განაცხადა ქობულაძემ.

რაც შეეხება კითხვას , თუ როდის იგეგმება მიხეილ კალანდიას დაკითხვა, პროკურორი პასუხობს, რომ ვინაიდან მიხეილ კალანდია მნიშვნელოვანი მოწმეა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ის სავარაუდოდ, პროცესის ბოლო ეტაპზე დაიკითხება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა