სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების მიერ დამზადებული აპარატურით ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს ნაოსნობის უსაფრთხოება.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა კატამარან ,,გაგრაზე“ მოახდინა ექოლოტის მოდერნიზება - ახალი სისტემა მოიცავს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ბათიმეტრიული აზომვითი სამუშოების პროცესში ზუსტი მონაცემების მოპოვების საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა ასევე ახდენს გეოპოზიციის ცდომილების გარეშე განსაზღვრას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნავიგაციისათვის.

„ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველოს მიერ განახლებული აპარატურით ფოთის პორტის შესასვლელ არხში ბათიმეტრიული აზომვითი სამუშაოები განხორციელდა, მოპოვებული მონაცემები სპეციალურ პროგრამაში დამუშავების შემდეგ, ფოთის საზღვაო-სანავიგაციო რუკაზე იქნება დატანილი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული საზღვაო რუკები საერთაშორისო რუკათა კატალოგშია შეტანილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს