ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების დიდი ნაწილი პარლამენტის დადგენილებაში აისახა, რაც მისასალმებელია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მათი რეკომენდაციების დიდი ნაწილი პარლამენტის დადგენილებაში აისახა, რაც მისასალმებელია. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მისი ანგარიში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას შეეხება.

„ნამდვილად მივესალმებით, პარლამენტის დადგენილებას, სადაც აისახა სახალხო დამცველის რეკომენდაციების დიდი ნაწილი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად გვაქვს მზარდი ტენდენცია, 75 %–ზე მეტი რეკომენდაციების, მათ შორის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების არის ასახული. გარდა ამისა, წელს პირველად პარლამენტმა აიღო ვალდებულება რეკომენდაცები, რაც მიემართება პარლამენტს, ამასთან დაკავშირებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. მანამდე ეს რეკომენდაციები დადგენილებაში არ გვხვდებოდა. რა თქმა უნდა, ჩემი მოხსენების მთავარი აქცენტები იქნება დაკავშირებული სამართალდამცავ უწყებებში არსებულ პრობლემებთან, გამოძიების ხარვეზებთან, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ჩარევის შესაძლებლობებთან. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნება განსაკუთრებით აქცენტირებული, რამაც წარმოაჩინა სისტემური პრობლემები. რა თქმა უნდა, ვეხებით ბავშვთა უფლებების საკითხებს, სოციალური უფლებების დაცვის თემას, ნარკოპოლიტიკას, ეკოლოგიურ საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებას“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან ასევე ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში არსებულ პროგრესსა და რეკომენდაციებზე.

„ნამდვილად ვაღიარებთ პენიტენციურ სისტემაში არსებულ პროგრესს, რაც მისასალმებელია, თუმცა ერთგვარ გამოწვევად რჩება კრიმინალური სუბკულტურა, რასაც ხელს უწყობს ე.წ. ზონები, რომლებიც არის საბჭოური გადმონაშთი და ჩვენი რეკომენდაცია არის მომავალი წლიდან დაგეგმარების პროცესში გაითვალისწინონ მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, რადგან ასეთი დაწესებულება ხელს უწყობს იმას, რომ ნაკლებია კონტროლი და კრიმინალური სუბკულტურის საფუძველს იძლევა.

ვფიქრობ, რომ რეკომენდაციები გათვალისწინებულია, მათ შორის ისეთი საკითხები, რაც არ გვხდებოდა პარლამენტს დადგენილებაში, თუმცა არის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები და ცალკეული საკითხები ზოგადი სახითაა წარმოდგენილი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო