რომან გოცირიძე - სახალხო დამცველის ანგარიშში ყველა მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი მოხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე სახალხო დამცველის ანგარიშს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ ომბუდსმენის სიტყვას ექნება მეტი ფასი.

„სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ყველა მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კი დაგროვდა ქვეყანაში ამ ერთი წლის განმავლობაში. კარგი იქნება, მთავრობამ გაითვალისწინოს ეს შენიშვნები. პირადად მე, სახალხო დამცველის ამ ანგარიშს და მათ მიერ გაწეულ მუშაობას ვაფასებ დადებითად. არ ყოფილა არც ერთი სფერო, სადაც ისინი არ ყოფილიყვნენ დროულად და მოწოდების სიმაღლეზე. იმედია, რომ დროთა განმავლობაში სახალხო დამცველის სიტყვას ექნება მეტი ფასი. სახალხო დამცველის შეფასებები უნდა გახდეს აუცილებლად შესასრულებელი და თუკი ასე არ მოხდება, ამისთვის ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი“, - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა