გიორგი კეკელიძემ ოდესაში ლექცია გამართა და ქართული ბიბლიოთეკა გახსნა

18 ივლისს, ოდესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია–სემინარი გაიმართა, რომელსაც ოდესის ოლქის ბიბლიოთეკარები დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, 19 ივლისს ოდესაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება.

ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებით, ის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს საკონსულოს.

„ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ოდესის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური გამოცემები, მათ შორის მეცხრამეტე საუკუნის ქართული გამოცემებიც დაათვალიერეს. აქ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქართული გამოცემების კოლექციაა დაცული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა