იურიდიული დახმარების სამსახური - სოციალურ ქსელში გაურკვეველი მომხმარებლების მიერ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ლოგოს გამოყენების ფაქტები გავრცელდა

ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელდა გაურკვეველი მომხმარებლების მიერ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ლოგოს გამოყენების ფაქტები, - ამის შესახებ იურიდიული სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

სამსახურის ინფორმაციით, არაიდენტიფიცირებული პირები მოქალაქეებს პერიოდულად ურეკავენ და სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობენ.

„ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელდა გაურკვეველი მომხმარებლების მიერ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ლოგოს გამოყენების ფაქტები. გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აღნიშნული არაიდენტიფიცირებული პირები პერიოდულად ურეკავენ მოქალაქეებს და სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობენ. იურიდიული დახმარების სამსახური აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ პირებთან და მათ საქმიანობასთან.

მოგმართავთ თხოვნით, თუ მსგავსი ტიპის ზარი განხორციელდება თქვენ ტელეფონზე, ან სოციალურ ქსელში აღმოაჩენთ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ლოგოს გამოყენების ფაქტს, გთხოვთ, გადაამოწმოთ და აღნიშნულის შესახებ შეგვატყობინოთ იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელ ხაზზე 292 00 55“, - ნათქვამია იურიდიული სამსახურის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს