ლევან იზორია - ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია

ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორია, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება.

„სიმბოლურია, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტი პრემიერმა ნატო-ში განახორციელა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობის მთავარი კურსი ორიენტირებული იქნება სწორედ ნატო-ში ინტეგრაციაზე, იმ ღირებულებების განმტკიცებაზე, რასაც ნატო-ს წევრი ქვეყნები იზიარებენ და რაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებების განმტკიცებასა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხს ეფუძნება“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებზე.

„გაჟღერდა, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზაზე, ასევე, თავდაცვის უწყების ფარგლებში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმები, რომლითაც საქართველო დღითიდღე უახლოვდება ნატო-ს სტანდარტებს. ითქვა, რომ ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით კი, საუბარია იმ პოზიციაზე, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორისა და ასპირანტი ქვეყნის თანამონაწილეობის საკითხზე. მისი თქმით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში სხვადასხვა პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობა.

„გამოითქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების სურვილი კონკრეტული მიმართულებებით, როგორიცაა კონტრმობილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ინიციატივები. აღინიშნა, რომ რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი საქართველოში და ამის მკაფიო გამოხატულება იქნება მომავალ წელს, მარტში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, სადაც ნატო-ს მხრიდან თანამონაწილეობის ხარისხი დიდი იქნება. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ იქნება კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატო-სთან დაახლოების თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს