ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანგარიში წარადგინა

ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუშაობის ნახევარწლიანი ანგარიში წარადგინა. თავმჯდომარის, ანა წითლიძის შეფასებით, მათი მუშაობა აღნიშნულ პერიოდში წარმატებული იყო. გარდა ამისა, მან მოსახლეობასთან შეხვედრებზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობასა და ინიციატივებზე ისაუბრა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის პრობლემა დაგვეყენებინა სხდომებზე და ვყოფილიყავით შუამავალი. ფრაქციას ამ დრომდე ჰქონდა 86-ზე მეტი შენიშვნა, რომელიც გადავაგზავნეთ მერიასა და საკრებულოში, მერიაში გადაგზავნილი 74 შუამდგომლობიდან 34 დაკმაყოფილდა. გვქონდა 90-ზე მეტი შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ვუშუამდგომლეთ გარემოვაჭრებეს, ასევე მოქალაქეებს პარკირებასთან დაკავშირებით. ჯამში სულ 500-ზე მეტი ადამიანის პრობლემა მივიტანეთ საკრებულოს სხდომაზე“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, მათ მიერ საოლქო პროკურატურაში შეტანილი განცხადებების ნაწილზე გამოძიება დაიწყო. საუბარია ოთხ საქმეზე: ყინულის სახლი, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი და თაუნ პარკი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა