რიმა ბერაძემ, გიორგი ჩაკვეტაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ჩუღურეთის რაიონში განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ჩაკვეტაძესთან და რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ზემო ჩუღურეთში მდებარე ორი ახალი სპორტული მოედანი დაათვალიერა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, რიმა ბერაძემ სალხინოს ქუჩაზე არსებულ სპორტულ კომპლექსში ყოფნისას აღნიშნა, რომ მოსახლეობის თხოვნით და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დახმარებით, კომპლექსს განახლებული მოედანიც შეემატა. მისივე თქმით, აქ გამწვანებითი სამუშაოები დასრულებულია და სრულად კეთილმოწყობილია დასასვენებელი სივრცე.

დღესვე, საკრებულოს წევრები გამგებელთან ერთად ხუდადოვის 173-შიც იმყოფებოდნენ, ტერიტორიაზე სადაც სპორტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, დღეს, სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. აქ დამონტაჟდა ფეხბურთისა და კალათბურთის კარები, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვალა ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყო.

„დღეს, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდული კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ორ მისამართზე ვიმყოფებოდით, თუმცა სულ, ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის განახლება პრაქტიკულად დასრულებულია.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ამ პრიორიტეტის აქტიური განხორციელება ჩუღურეთის რაიონში წარმატებით მიმდინარეობს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ კი აღნიშნა, რომ რაიონის მაჟორიტარისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევა შთამბეჭდავია, რის შედეგადაც ჩუღურეთელებმა დამატებით 21 განახლებული მოედანი მიიღეს.

„გაწეული სამუშაოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მიმდინარე სამუშაოების მონახულებას და იმ გამოწვევებზე პასუხს, რაც თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება“,- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო