დონალდ ტუსკი მამუკა ბახტაძეს - ბატონო პრემიერო, დიდი წარმატება მინდა გისურვოთ დაკავებულ თანამდებობაზე და გულმხურვალედ ველი თქვენთან თანამშრომლობას

გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აყვავებული ეკონომიკის შექმნა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტუსკმა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომი ახსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, მისასალმებელია საქართველოს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

„წელს, 10 წლისთავი აღინიშნება 2008 წლის აგვისტოს ომიდან საქართველოსა და რუსეთს შორის. მინდა, ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აღგითქვათ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აყვავებული ეკონომიკის შექმნა.

ევროპის კავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, მისი გამძლეობის და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნას მიღწეული.

ამ კონტექსტში მივესალმები საქართველოს ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ახალ სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს.

მზად ვართ ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოგიჩინოთ.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი წარმატება მინდა გისურვოთ დაკავებულ თანამდებობაზე და გულმხურვალედ ველი თქვენთან თანამშრომლობას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა