დონალდ ტუსკი - ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი

ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ბრიფინგზე განაცხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრა.

„დიდი სიხარულით მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს ბრიუსელში და ვულოცავ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე დანიშვნას! მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო ამ არჩევანისთვის. ბრიუსელში შედგა თქვენი ერთ-ერთი პირველი თუ სულაც პირველი საგარეო ვიზიტი ამ რანგში. ეს ძალიან სიმბოლურია და უდავოდ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას.

ევროპის კავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერ-მინისტრმა და მე შეხვედრაზე კვლავ დავადასტურეთ მზადყოფნა ამბიციური ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისა და ყოველივე ამაში ვითვალისწინებთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ შევთანხმდით ამ ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებაზე. ასევე, ძალიან დამაინტერესა და განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და „ხიდების აგების“ სფეროში.

ევროკავშირი აფასებს ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევას და ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონსტრუქციულ როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში, ისევე, როგორც ევროპული და ტრანს-ატლანტიკური მისიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს