გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, ლილოს დასახლებაში მდებარე, 107- სკოლის 15-მდე წარჩინებული მოსწავლე თბილისის ტექნოლოგიურ პარკში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, ტექნოლოგიურ პარკში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რა დროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, ადრეული ასაკიდან იყვნენ ჩართულნი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში და კარგად ერკვეოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებში.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვების ინოვაციური აზროვნების განვითარებას, რათა ისინი ადრეული ასაკიდანვე ერკვეოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებში. სწორედ ამგვარი ფორმატის შეხვედრები უწყობს ხელს ბავშვების დაინტერესების გაზრდას“, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიური პარკის ხელმძღვანელობას მსგავსი ტურების ჩატარების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მოსწავლეებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა