ირაკლი კოვზანაძე - საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა 23 ათას ფიზიკურ პირს ცხოვრებას გაუადვილებს

საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მეწარმეებზე. ისინი ეკონომიკურ აქტივობას დაუბრუნდებიან და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი შესაბამისი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 27 ათასი გადამხდელიდან, რომელიც ამ ცვლილებით ისარგებლებს, 23 ათასი - ფიზიკური პირია. დავალიანების ჩამოწერა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არა მარტო ეკონომიკური საქმიანობა, არამედ, ზოგადად, ცხოვრება გაუადვილდებათ. ზოგიერთ მათგანს აქამდე, შესაძლოა, ტელეფონის განვადებით ყიდვაც კი არ შეეძლო“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, ითვალისწინებს გადამხდელებისთვის 2013 წლის პირველ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების სრულ ჩამოწერას. აღნიშნული დავალიანების ჯამური მოცულობა - 550 მილიონი ლარია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა