მამუკა მდინარაძე - როცა ოკუპანტ ქვეყანას გააჩნია კონკრეტულ სახელმწიფოში თავისი მიზნები, მის ინტერესებში ამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ვერანაირად ვერ ჯდება

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, „ნებისმიერი განცხადების მიუხედავად, ნატო-ში გაწევრიანება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია.

„ნებისმიერი განცხადების მიუხედავად, ნატო-ში გაწევრიანება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის უფრო მყარი უსაფრთხოება და მეტი კეთილდღეობა. ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი ოკუპანტი ქვეყანა თავის ინტერესებს ატარებს და ეს ყველაფერი მის ინტერესებში არ ჯდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და იმ პოლიტიკით, რასაც დღემდე ვაწარმოებთ, უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იყოს. ბოლო დროის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით ხედავთ და ისმენთ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რაც არის ძალიან ხისტი, მკაფიო და ამიტომ ვსაუბრობთ თამამად, რომ ჩვენი ქვეყნის ამ მოქმედებების შედეგი თავისი პარტნიორების მხარდაჭერით ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს.

როცა ოკუპანტ ქვეყანას გააჩნია კონკრეტულ სახელმწიფოში თავისი მიზნები, მის ინტერესებში ამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ვერანაირად ვერ ჯდება, რა რეალური პერსპექტივაც საქართველოს მოსახლეობამ და ქართულმა საზოგადოებამ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების ფონზე ერთად დაინახეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა