კონკურენციის სააგენტოში ევროკავშირის დახმარების პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის დახმარების პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში, საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მე-4 სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“საქართველოს კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს, საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ და პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა - აურელიო ლა ტორემ გახსნეს. სხდომას, სააგენტოს წარმომადგენლებთან და პროექტის ექსპერტებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის “Business and Strategies Europe” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომიტეტის სხდომაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარემ შარუნას კესერაუსკასმა და საბჭოს წევრმა დინა ლურიემ, რომლებიც ექსპერტების სახით ჩართული არიან საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში.

სხდომაზე განხილულ იქნა პროექტის მიმდინარეობა და ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების დროულად განხორციელებისა და მიმდინარე პროექტის გახანგრძლივების მნიშვნელობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო