მაია ცქიტიშვილი - აუცილებელია დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდა. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობების შესახებ.

„მიმდინარეობს სტრუქტურული გადალაგების პროცესი. ჩვენი ამოცანაა ვადებისა და ხარისხის დაცვით, სწორად დავგეგმოთ სამომავლო პროცესი, რათა დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევქმნათ,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - მუნიციპალური განვითარების ფონდის კომპეტენციაში გადავიდა.

მთავრობის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამინისტროების რაოდენობა შემცირდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სოზარ სუბარის ყოფილი უწყებიდან დევნილთა განსახლების ფუნქცია გადაეცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო