რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვაკანსიებზე კონკურსს აცხადებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეორგანიზაციის პროცესში ახალ ვაკანსიებზე კონკურსს აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსი საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ ვაკანსიებზე ცხადდება. www.hr.gov.ge-ზე უკვე განთავსდა ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის 11 სხვადასხვა ვაკანსიაზე, მათ შორისაა, აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის, არქიტექტორის, საინჟინრო შეფასების სპეციალისტისა და პროექტის მენეჯერის პოზიციები. უახლოეს მომავალში კონკურსი ვაკანსიებზე გამოცხადდება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ღიაობის პრინციპით, პირველ რიგში პროფესიონალი, როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა კადრების შერჩევას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო