ირმა ქავთარაძემ საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებს ენერგომარკირების სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ენერგომარკირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, „ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა მარკირების შესახებ 2010/30/EU ევროდირექტივის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი კანონპროექტისა და 12 სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას.

შეხვედრა მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გახსნა. მან ხაზი გაუსვა კანონმდებლობის შემუშავებაში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, კომპანიებს ახალი რეგულაციების შესახებ თავიდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია და მათი შენიშვნები თუ წინადადებები გათვალისწინებული იქნას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ევროდირექტივის ძირითადი მოთხოვნები და აღსრულების ვადები, 5 სახის საყოფაცხოვრებო მოწყობილობის, მათ შორის კომბინირებული სარეცხი-საშრობი მანქანების, საშრობი მანქანების, ჭურჭლის სარეცხი მანქანების, მტვერსასრუტების, ელექტრონათურებისა და სანათების ენერგო ეტიკეტირების შესახებ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების პირველადი ვერსიები.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ტექნიკის ენერგო მარკირების თემაზე მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რათა კერძო სექტორი მაქსიმალურად ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს რეგულაციების ამოქმედებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა