თბილისის მერის მოადგილემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე „ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალურ სამიტს დაესწრო და პანელში სახელწოდებით „ღია მმართველობა ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე“ მიიღო მონაწილეობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მაია ბითაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა და მცირე დროში პოპულარობაც მოიპოვა პლატფორმამ „შენი იდეა ქალაქის მერს“. „პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც არის ინოვაციისა და მოქალაქეთა საჭიროების სინთეზი, გახდა ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი მონაწილეთათვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც ეხება იმავე ადამიანებს. თბილისის მერია, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი ბევრად გაუმჯობესდეს. ჩვენი სამოქმედო გეგმა ღია მმართველობის სამომავლო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რომელსაც სექტემბერში წარმოვადგენთ იქნება ძალიან ამბიციური“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„ღია მმართველობის პარტნიორობის” მე-5 გლობალური სამიტი დღეს დასრულდა. ღონისძიებას საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, 17- დან 19 ივლისის ჩათვლით მასპინძლობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს