მეწარმე ალექსანდრე კვერნაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში უნიკალური ტექნოლოგიით ქართულ ვისკს აწარმოებს

მეწარმე ალექსანდრე კვერნაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში უნიკალური ტექნოლოგიით ქართულ ვისკს აწარმოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი წყაროს მინიციპალიტეტი ავრცელებს.

მუნიციპლაიტეტის ინფორმაციით, ალექსანდრე კვერნაძე პირველი ქართველი მეწარმეა, რომელმაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში, საკუთარ მარანში ვისკის მასალის მიღება ქვევრში, სიმინდისა და ქერის ნაზავის სამჯერადი გამოხდით განახორციელა.

„წარმოებული ორიგინალური ქართული ვისკის უნიკალურობა კი გამოიხატება მისი წარმოების სპეციფიკაში. თიხა უზრუნველყოფს განსაკუთრებით სუფთა სპირტის მიღებას, რომლის დაძველებაც შემდგომ ხდება სპეციალურ მუხის კასრებში. ასეთი ტექნოლოგიით წარმოებული ვისკი განსაკუთრებული დამახასიათებელი გემოვნური და სხვა ორგანოლეპტიკური თვისებებით გამოირჩევა. მარანში ერთი თვის განმავლობაში იწარმოება დაახლოებით 100 ლიტრი 75 %-იანი ვისკის მასალა, რომელიც სამწლიანი დაძველების პროცესის გავლის შემდგომ, რეალიზაციისათვის ქალაქ თბილისში გადის. პროდუქციის შეძენა ხორციელდება აგრეთვე კერძო პირების დაკვეთით. მეწარმე სამომავლოდ გეგმავს ვისკის დამზადებას ჭვავის გამოყენებით.

მარნის ექსკლუზიური პროდუქტია შარბათი „ტიფლისი“ - არომატიზებული ღვინო, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული და დამზადებულია უძველესი ქართული ტექნოლოგიით, ძველი ქართული კარაბადინის რეცეპტის მიხედვით. არომატიზაციისთვის კი გამოყენებულია 8 სახეობის სანელებელი. შარბათმა ქართველი და უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

მარანში უნიკალური „შალას“ (ასურეთული შავი) ჯიშის ყურძნისგან, ევროპული ტექნოლოგიით, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება ღვინო „ასურეთული“. სპეციალურ საავტორო ხელნაკეთ ეტიკეტზე დატანილი კონცეფციის მთავარი იდეაა „ღვინო და ხელოვნება“ (Wine & Art). მეწარმის თქმით, კლიმატური პირობების გამო, მაღალმთიან დასახლებაში შალას ჯიშის ყურძენი მწიფობას ვერ ასწრებს, შესაბამისად, აღნიშნული ყურძნის ჯიშის შეძენას ახორციელებს მევენახეებისაგან მცირე რაოდენობით.

მეწარმე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საგადასახადო შეღავათებით, ბიზნესის განვითარებისათვის კი ENPARD II პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარდგენილი აქვს ბიზნესიდეა და იმედოვნებს, რომ მისი პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საშუალება მიეცემა გაზარდოს პროდუქციის წარმოება და გატანა საზღვარგარეთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო