ვაკის პარკში, მსმენელის წინაშე ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 22 ივლისს, ვაკის პარკში, მსმენელის წინაშე ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება, რომელიც რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებს „ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ შეასრულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 140-წლიანი ისტორიის მქონე „სვეელინკ ორკესტრი“, რომელიც 100-მდე სტუდენტს აერთიანებს, თბილისის შემდეგ ქუთაისსა და ბათუმს ეწვევა.

„ნიბელუნგების ბეჭედი სიტყვების გარეშე“ ერთ-ერთ უკიდურესად რთულ და ინსტრუმენტული გადაწყვეტის მხრივ პროგრესულ ნაწარმოებად არის მიჩნეული. ამიტომ, ორკესტრში ჩართულია 30 შემსრულებელი და გამოყენებულია ვაგნერის პერიოდისთვის ახალი ინსტრუმენტები, როგორიცაა ვაგნერის ტუბა, ბასის საყვირი და ორმაგი ბასის ტრომბონი.

რიხარდ ვაგნერის აღნიშნული ნაწარმოები საქართველოში პირველად შესრულდება. ამასთანავე, ნიდერლანდების ორკესტრი მსმენელისთვის რამდენიმე ქართულ ნაწარმოებსაც შეასრულებს.

ღონისძიება 21:00 საათზე დაიწყება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს