მაიკ პომპეო - რუსეთი მომავალშიც შეეცდება შეარყიოს და ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიას

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დარწმუნებულია, რომ რუსეთი მომავალშიც შეეცდება აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი მომავალშიც შეეცდება შეარყიოს და ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიას. ჩვენ აშშ-ს მთავრობას ვხელმძღვანელობთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მათ ხელი შევუშალოთ არა მხოლოდ ჩვენს არჩევნებში ჩარევაში, არამედ უფრო ფართო კონტექსტით ჩარევაში“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

როგორც ცნობილია, 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიებას სპეცპროკურორი რობერტ მუელერი ატარებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო