გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა. ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პარტიაში კრიტიკული აზრის გამოთქმაზე არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.

„არსებობს მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს ოპონენტ მხარეს. ეს არის დესტაბილიზაცია და მმართველი გუნდის რყევა. ამ ნარატივში კარგად ჯდება ის იდეა, რომელიც წამოაყენა დავით ჭიჭინაძემ. არა მგონია, მის მიერ განგებ კეთდებოდეს, მგონი თავის შეხედულებით აკეთებს ამას, მაგრამ რეალურად პრობლემა ნამდვილი ეს არის და არა ფრაქციის შექმნაზე ჭორაობა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი ეს არის და ამას ემთხვევა ის, რასაც დათო ჭიჭინაძე აკეთებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, დავით ჭიჭინაძეს შეუძლია პოლიტსაბჭოს მიმართოს და რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ სამდივნოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს პოლიტსაბჭოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა