იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს.როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში (2017 წლის 31 დეკემბრიდან 30 ივნისის ჩათვლით) ელექტრონული სისტემის მეშვეობით საქართველოს მასშტაბით განაწილდა სულ - 136 348 საქმე.

შემთხვევითი განაწილების პრინციპით განაწილდა - 85 339 საქმე; ელექტრონული პროგრამით, მაგისტრ მოხელეზე განაწილდა - 125 საქმე; მორიგე მოსამართლეზე განაწილდა - 19 811 საქმე; პირდაპირი განაწილებით განაწილდა - 18 571 საქმე (შემთხვევები, რაზეც არ ვრცელდება შემთხვევითი განაწილების პრინციპი); შემთხვევითი გადანაწილების პრინციპის გარეშე გადანაწილდა- 12 502 საქმე ა) შესაბამის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს; ბ) რაიონულ(საქალაქო)სასამართლოში შესაბამისი სპეციალიზაციის მხოლოდ ერთი მოსამართლეა);

ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 4 შეფერხება და რიგითობის წესით განაწილდა 44 საქმე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა