თამარ ხულორდავა - მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ მამუკა ბახტაძის პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად ბრიუსელი შეირჩა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად სწორედ ბრიუსელი შეირჩა.

დეპუტატის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში წარმატებით მიმდინარეობს.

„ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ბახტაძე დონალდ ტუსკს შეხვდა. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი უკეთესი მომავლის, მშვიდობისა და განვითარების საფუძველია. ტუსკის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საიმედო და სანდო პარტნიორია რთულ რეგიონში, სადაც საქართველოს, როგორც კონსტრუქციული პარტნიორის როლი, უდიდესია. ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ჩვენს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 10 წელი გავიდა და ამ პერიოდში შთამბეჭდავია საქართველოს პროგრესი, სტაბილურ, დემოკრატიულ, დინამიკური ეკონომიკური გარემოს მქონე სახელმწიფოდ ფორმირების გზაზე. ძალიან კარგი სტარტია“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა