ადვოკატი - გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განაცხადა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებული მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად ზაზა სარალიძის თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო.

„იმ ნაწილში, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა ნამდვილად შედგა ამას არ უარყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი, მათ შორისვე დარჩენილიყო, რაც გაითვალისწინა და სასამართლოსთვის არ მოუხსენებია ამის თაობაზე. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა ამ შეხვედრაზე, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა“, - განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს, როგორც ადვოკატი ამბობს, ის არც დ.ღ.-ს სასამართლოში მიცემულ ჩვენებას და არც საქმის მასალებს არ იცნობს და შესაბამისად, ამ ეპიზოდზე ის ჯერ ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს დღეს ბრალი წაუყენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო