თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სამინისტროების ზრდა

დღეს უკვე გადაწყვეტილად შეგვიძლია ვთქვა, რომ საქვეუწყებო დაწესებულებებთან დაკავშირებით ოპტიმიზაცია დაჩქარდება და დარგობრივ სამინისტროებთან შერწყმა მოხდება, - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

როგორც რიჟვაძემ განმარტა, რეგიონში სამინისტროების გაზრდა არ იგეგმება.

"ჩვენ უფრო ეფექტურ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. რაც შეეხება ზოგადად სამინისტროების რაოდენობას, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია სამინისტროების ზრდა და რა თქმა უნდა, მცირე მთავრობის კონცეფცია ჩვენს რეგიონში იქნება გატარებული",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს