პანკისის ხეობის მოსახლეობა პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

პანკისის ხეობაში აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელ დუისში შეიკრიბენ და ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პანკისელების თქმით, სოფელ ბირკიანში ხადორის ჰესის აშენება ხეობას ეკოლოგიურ პრობლემას შეუქმნის.

აქციის ორგანიზატორების თქმით, თითქმის ორი კვირაა ჰესების აშენების აქტიურ მოწინააღმდეგეებს პოლიციაში იბარებენ და პროტესტის შეჩერებას სთხოვენ.

"ჩვენ არ ავაშენებინებთ კიდევ ერთ ჰესს ხეობაში, კიდევ უფრო არ დავაზიანებთ ბუნებას. ჩვენ მოვითხოვთ ასევე შეწყდეს პოლიციაში აქტიური დაბარება იმ ხალხის, ვინც აქტიურად აპროტესტებს მშენებლობას. მოვიდნენ და შეგვხვდნენ, მოისმინონ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შენგელი ტოხოსაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობა, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს სპეციალური განცხადებით მიმართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს