ეროვნულ ბიბლიოთეკას 360-გრადუსიანი ფოტოები და ვირტუალური ტურები გადაეცემა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 24 ივლისს კომპანია „ბოქს მედია გრუპსა“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდება. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, „ბოქს მედია გრუპი“ ეროვნულ ბიბლიოთეკას პროექტ www.city360.ge-ის ფარგლებში გადაღებულ 360-გრადუსიან ფოტოებსა და ვირტუალურ ტურებს გადასცემს.

„საქართველოში პირველად შეიქმნა 360-გრადუსიანი ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელი დაათვალიერებს თბილისის ქუჩების 360-გრადუსიან ვირტუალურ ტურებს. www.city360.ge-ზე walking tour-ის სახით ასევე განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქების 360-გრადუსიანი ვირტუალური ტურები. ამჟამად დამთვალიერებელს საიტზე შეუძლია ნახოს ძველი თბილისის ვირტუალური ტურები, რაბათი, პრომეთეს მღვიმე და სხვა. მემორანდუმის ფარგლებში გადმოცემული მასალა განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში და ასე შემოენახება მომავალ თაობებს 2018 წლის თბილისის იერსახე. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ვებგვერდი ხელს შეუწყობს შიდა და გარე ტურიზმის განვითარებას. საიტის ვიზიტორები არიან როგორც საქართველოს მოსახლეობა ასევე უცხოელები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაინტერესებულები არიან საქართველოში სტუმრობით. ვებგვერდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, ისე ემიგრანტებში. საიტზე განთავსებულ 600-ზე მეტ 360-გრადუსიან ფოტოს და ვირტუალურ ტურს კვირაში 50 000 და მეტი ნახვა აქვს. პროექტის ავტორია კომპანია „ბოქს მედია გრუპი“, - აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა