სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რეგიონების მასშტაბით სამეწარმეო მარკეტები გაიმართება

21 ივლისიდან 8 ნოემბრამდე, პროექტ „Check in Georgia“-ს ფარგლებში გაიმართება რეგიონალურ-ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონების მასშტაბით სამეწარმეო მარკეტები გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირველი ღონისძიება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა პროდუქციის პოპულარიზაცია, 21 ივლისს, ბაკურიანში მოეწყობა. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით.

„სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა. ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. გვჯერა, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას და ქმნის ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეებს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა