დავით ზალკალიანი - საქართველოს მთავრობის მიდგომებმა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ მინისტრის მხრიდან პრემიერის რანგში პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა, არის კიდევერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოწინავე ადგილი უკავია.

ზალკალიანის თქმით, პრემიერ-მინისტრს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველოს მთავრობის მიდგომები გაეცნო და ესაუბრა ყველა იმ პრინციპზე, მათ შორის მცირე მთავრობის კონცეფციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტში დამტკიცდა.

„ყველა ამ პრინციპმა და საქართველოს მთავრობის მიდგომებმა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა და ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველა ამ მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კიდევ უფრო ინტენსიური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ გვექნება მათი შეუქცევადი მხარდაჭერა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა