გიორგი მარგველაშვილი - მომავალი პრეზიდენტი მზად უნდა იყოს დაუმსახურებელი კრიტიკისა და შეურაცხყოფისთვის, ამავე დროს, უნდა მოახერხოს დამოუკიდებელი არბიტრის როლის შესრულება

ამ სიტუაციიდან გამომდინარე მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს უპარტიო და ჰქონდეს უნარი და მიიღოს ის, რაც მე მივიღე ხუთი წლის განმავლობაში, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსის” კითხვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი.

მარგველაშვილის განცხადებით, მომავალი პრეზიდენტი მზად უნდა იყოს დაუმსახურებელი კრიტიკის, შეურაცხყოფისა და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიებისთვის, ამავე დროს, უნდა მოახერხოს დამოუკიდებელი არბიტრის როლის შესრულება.

„ახლა ხომ დავასახელე აჭარის მთავრობის თამჯდომარე, ოპოზიციამ ხომ გამაკრიტიკა, ხელისუფლების კანდიდატი ხომ დავასახელე, ხელისუფლებამაც გამაკრიტიკა. შანსი არ არის ყველას მოეწონო, ძირითადში ყველა შენს წინააღმდეგ იქნება, რადგან ყველას დღის წესრიგშია, რადგან პრეზიდენტი ხარ... ტრადიციაა საქართველოში, რადგან პრეზიდენტი ხარ, რაღაც უნდა ქნან, ეს სულისკვეთებაა, რომ პირველი ადამიანი უნდა შეიჭამოს - არქაული, მითოლოგიური დამოკიდებულებაა, რომ ტომის ბელადი უნდა შეიჭამოს. ეს არის ქართველებში. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ უნდა დაკარგოს ბალანსის გრძნობა, რადგან ეს არის ამ პოსტის მნიშვნელობაც და ღირებულებაც. შენ უნდა ითამაშო არბიტრის როლი, მიუხედავად შეურაცხყოფისა, მიუხედავად იმისა, რომ გამოხტა ვიღაც ღლაპი და უნდა კარიერა გაიკეთოს შენი გინებით, მიუხედავად იმისა, რომ მედია ვერ გაგიგებს, პრიორიტეტი უნდა იყოს სამშობლო და ის კონსტიტუციური როლი, რომელიც შენ გაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა