არჩილ თალაკვაძე - მე მგონი, რეალურად მარგველაშვილი არის საარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა

პრეზიდენტს საქმიანობისთვის კიდევ აქვს დარჩენილი რამდენიმე თვე, მე ინტერესით ველოდები, როდესაც ის შეაჯამებს საქმიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, საპრეზიდენტოდ მის კანდიდატურასთან დაკაშვირებით, თალაკვაძის თქმით, მარგველაშვილმა პრაქტიკულად თქვა, რომ დედამიწა ტრიალებს მის გარშემო. „შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა და ეკონომიკა, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ასეთი განცხადება სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოსწიოს. „საპრეზიდენტო არჩევნებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ გუნდში არის არაერთი ადამიანი, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში შეუძლიათ გამარჯვება და ჩვენ არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში პოზიციას გავაჟღებთ.

მე მგონი, რეალურად მარგველაშვილი არის საარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ გვაჩქარებს თავის გეგმის მიხედვით. ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით ვადები და გეგმა, რომელსაც არ შევცვლით მარგველაშვილის განცხადებების შედეგად. არჩევნები ჩატარდება კანონმდებლობის შესაბამისად და ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს დაასახელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო