მამუკა მდინარაძე - გიორგი მარგველაშვილს ჰგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს

გიორგი მარგველაშვილს ჰგონია, რომ ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მან თქვა, ამ მდგომარეობაში ვამყოფებ როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციასო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, რომ არა „ქართული ოცნება“ მარგველაშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდა.

„რომ არა „ქართული ოცნება“ მარგველაშვილს ექნებოდა ძალიან დაბალი რეიტინგი და მისი შანსები იქნებოდა დაბალი. სწორედ იმიტომ გაიმარჯვა არჩევნებში, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. ამიტომ კომიკური სიტუაციაა და შეიძლება გავიხუმროთ კიდეც, ბოლო დღეს, რომ დავასახელოთ ჩვენი კანდიდატი, მაშინ რას აპირებს? არ იყრის საერთოს კენჭს, ასე გამოდის. რეალურად ის თავს კომიკურ სიტუაციაში იყენებს. მარგველაშვილი ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რაზეც „ქართულ ოცნებაში“ არც ერთ წევრს არა თუ აზრი არ გამოუთქვამს, არამედ აზრადაც არ გაუვლია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მარგველაშვილი დააყენებს კანდიდატურას თუ არა. მმართველ პარტიას აქვს დღის წესრიგი და ჰყავს ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელთა დასახელების შემთხვევაში დღეის მდგომარეობით არც ერთ სხვა კანდიდატს არ აქვს რეალურად შანსი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არ გაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ ქართული ოცნება სუსტ კანდიდატს დაასახელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს