ზურაბ ჭიაბერაშვილი - გიორგი მღებრიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც არაფრის გამკეთებელი თანამდებობის პირების დაბინავება ხდება მაღალანაზღაურებად სამსახურში

გიორგი მღებრიშვილი არის კალსიკური მაგალითი იმისა, როდესაც არაფრის გამკეთებელი და წარუმატებელი თანამდებობის პირების დაბინავება ხდება მაღალანაზღაურებად სამსახურში გარკვეული დროით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გიორგი მღებრიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამის არაერთი მაგალითი არსებობს და არავინ იცის, რატომ იღებენ ეს ადამიანები პრემია–დანამატს და რატომ ემსახურებათ შავი ჯიპები. „ამის სხვა მაგალითებიც არსებობს - ნოდარ ხადური მოკალათებულია ასევე მაღალანაზღაურებად სამსახურში, ნარმანია დაასაქმეს და დააბინავეს და ეს არის შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანები, გნებავთ მინისტრობის და მაღალი თანამდებობის დროს და გნებავთ შემდგომ, რაში იღებენ პრემია–დანამატებს ან რატომ ემსახურებათ შავი ჯიპები, კაცმა არ იცის. ბუნებრივია, მღებრიშვილიც ამის კლასიკური განსახიერებაა. ამ ერთი ადამიანის წასვლა არაფერს ნიშნავს. ასეთი უამრავი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო