მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე შესაბამისი დავალების შესრულება, რამდენიმე გამოსაცდელმა უკვე დაასრულა

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე შესაბამისი დავალების შესრულება, ამ დროისთვის, რამდენიმე გამოსაცდელმა დაასრულა. საერთო ჯამში კი, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე 238 პირია რეგისტირებული.

გამოცდები ამ წუთებში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს. როგორც საგამოცდო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა გამოსაცდელმა გვანცა თურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"მე ვაბარებდი სისხლის სამართლის მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მოსამართლის გამოცდა, სტანდარტი მაღალია და კითხვებიც შესაბამისად, რთულად იყო შედგენილი, თუმცა ნორმატიულ მასალას თუ იცნობდი, შესაძლებელი იყო ჩაბარება. გარემოთი კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, ყურადღების გაფანტვის საშუალება არ იყო",- განაცხადა გვანცა თურმანიძემ.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორეტაპიანია. იმისთვის, რომ გამოსაცდელი მე-2 ეტაპზე გადავიდეს, მან პირველი ეტაპის გამოცდაზე მინიმუმ 75 ქულა უნდა დააგროვოს, სადაც უკვე წერით გამოცდას ჩააბარებს.

მოსამათლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი - წერითი გამოცდა მიმდინარე წლის 28 ივლისს ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა