ისრაელის არმია - „ჰამასის“ სამი სამხედრო ბანაკი განადგურებულია

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ 68 სამიზნე გაანადგურა. აღნიშნული ისრაელის არმიის ჯარისკაცის მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური იუწყება.

„ისრაელის არმიამ „ჰამასის“ სამი სამხედრო ბანაკი გაანადგურა ზეითუნში, ხან-იუნისეში და ელ-ბურეიჯაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის არმიაში აღნიშნავენ, რომ „თავდაცვის ძალები მასშტაბურად მოქმედებდნენ „ჰამასის“ ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ და საერთო ჯამში, ტერორისტული ორგანიზაციის 68 ობიექტია განადგურებული“.

„დარტყმები განხორციელებული იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცის მკვლელობის, ასევე ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის სხვა ქმედებებზე საპასუხოდ. „ჰამასი“ განაგრძობს ტერორისტულ შეტევებს ისრაელის მოქალაქეებისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აღნიშნეს უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა