კახა კალაძემ კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის რაიონში, დაბა კიკეთში, ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება გზა, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო.

„კიკეთის გადასახვევიდან ეკლესიამდე 2-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო, მთლიანად მოწესრიგდება. ასევე, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დავიწყეთ. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, აქ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. მათ მთხოვეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი.

პროექტი 1.6-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას და ბეტონის კიუვეტების 263 მ სიგრძეზე მოწყობას. ასევე, წყალგამტარი მილების გაწმენდა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, 10 000 მ2 ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოები მიმდინარე წლის 22 მაისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა